ქაბულში ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ქაბულში ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ქაბულში ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის შენობის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი, კიდევ სამი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირით ადრე თავდასხმა განხორციელდა ავღანეთის სადაზვევრო სამსახურის საწვრთნელ ცენტრზე. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.