ქაბულის ცენტრში აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქის ცენტრში, NATO-ს მისიის შტაბბინასთან აიფეთქა.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნაჯიბ დანიშმა განაცხადა, რომ ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ერაყსა და სირიაში თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა, ქაბულში მათ მიერ განხორციელებული ტერაქტები მაინც გრძელდება.