ქაბულში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელი თავდამსხმელი მოტოციკლით გამვლელებში შევარდა და თავი აიფეთქა.
დაღუპულთა უმრავლესობა ავღანეთის ყოფილი თავადაცვის მინისტრის აჰმად შაჰ მასუდის მომხრეები იყვნენ, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნის მკვლელობის წლისთავზე შეიკრიბნენ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა მასუდის მხარდამჭერებზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ჯარისკაცებმა თვითმკვლელი ტერორისტის ლიკვიდაცია იქამდე შეძლეს, ვიდრე ის თავს აიფეთქებდა.