ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა საპატივსაცემოდ აშშ-ის ტერიტორიაზე დროშებს დაუშვებენ
ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა საპატივსაცემოდ აშშ-ის ტერიტორიაზე დროშებს დაუშვებენ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა.
„დროშები დაშვებული იქნება ყველა სახელმწიფო შენობაზე და სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 158 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.