ქაბულში უნივერსიტეტის მახლობლად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Tolo News-ი ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 25 და დაშავდა 18 ადამიანი.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის დედაქალაქის მცხოვრებლები გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომას ნავრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმები და მაშველები მუშაობენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.