ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს და კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ 19“ დიაგნოზით 12 პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას.
ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, შესაძლოა, კლინიკაში დღის განმავლობაში ერთი პაციენტი შეიყვანონ, რომელსაც ვირუსი სეროლოგიურად აქვს დადასტურებული.