პუტინის პრესმდივანი - საქართველოსთან დიალოგი უმაღლეს დონეზე არ ვითარდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინასთან დიალოგი უმაღლესი დონზე არ ვითარდება. ეს განცხადება დიმიტრი პესკოვმა „რასია 24“-თან ინტერვიუს დროს გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა პესკოვს 9 მაისის აღლუმზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტის მოწვევის შესაძლებლობაზე ჰკითხა.
„რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის მმართველობას, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, რიგი კონტაქტების არსებობის მიუხედავად, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია, ვიამაყოთ პოზიტიური დინამიკით და უმაღლეს დონეზე დიალოგის განვითარებით“, – განცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, „ამ ურთიერთობების განვითარების დინამიკა ამ ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული“.
პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი მუდამ ულოცავს უკრაინელ და ქართველ ხალხს 9 მაისის დღესასწაულს.
„ეს მოძმე, მონათესავე ხალხია, რომლებთანაც ჩვენ ღრმა ისტორიული ფესვები გვაკავშირებს. ამ ხალხებს პრეზიდენტი პუტინი გულწრფელად და ღრმად სცემს პატივს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.