პუტინი - რუსეთი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არმიასა და ფლოტს, თუმცა შეიარაღების რბოლაში არ ჩაერთვება
რუსეთი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არმიისა და ფლოტის განვითარებას, თუმცა შეიარაღების რბოლაში არ ჩაერთვება.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი პენტაგონის ბიუჯეტს შეადარა.
„მომავალ წელს გათვალისწინებული გვაქს სამხედრო ხარჯები, აქედან 1,4 ტრილიონი რუბლი შესყიდვებზე დაიხარჯება, 1, 4 ტრილიონი რუბლი კი – შენახვაზე, ანუ ჯაში 2,8 ტრილიონი რუბლი. ეს დაახლოებით 46 მილიარდი დოლარია.
აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში კი 700 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. იგრძენით განსხვავება. შეუძლია ჩვენს ქვეყანას ასეთი ხარჯები გასწიოს? არ შეუძლია. თუმცა ის რასაც ვხარჯავთ, საკმარისია“, – განაცხადა პუტინმა
„ჩვენ სათანადო ყურადღებას დავუთმობთ არმიისა და ფლოტის განვითარებას, თუმცა შეიარაღების რბოლაში არ ჩავერთვებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ხარჯები არ აისახება ქვეყნის სოციალურ პროგრამებზე და ეკონომიკის ჩამოშლას არ გამოიწვევს.
ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციას უკვე მეცამეტედ მართავს.
წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე 1640-მა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია, რაც რეკორდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს შორის არის ქსენია სობჩაკი, რომელიც პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს.