პუტინი ნატო-ს სთავაზობს, ევროპაში მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს
პუტინი ნატო-ს სთავაზობს, ევროპაში მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა „სერიოზული შეცდომა“ იყო. ამავე დროს მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია.
„ამ კონტექსტში ჩვენ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებას. ამასთან მიგვაჩნია, რომ აქტუალობა არ დაუკარგავს ჩვენს მოწოდებას ნატო-ს ქვეყნების მიმართ, რომ მათაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგან“, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოქმედი საშუალო და მცირე მანძილზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 2019 წლის 2 აგვიტოს შეწყდა.