პუტინი - არსებობს ორი მიზეზი, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს
რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს – ამ შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში უპასუხა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შესაძლოა, ორი მიზეზით გამოიყენოს.
„არსებობს ორი მიზეზი, რომელსაც შეუძლია, გვაიძულოს ჩვენ ბირთვული იარაღის გამოყენება: თავდასხმა ჩვენზე ბირთვული იარაღის გამოყენებით ან თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. თუმცა ამ შემთხვევაში – თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია NBC-მ რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სრული ვერსია კი მოგვიანებით გადაიცემა ეთერში.