პუერტო-რიკოში რამდენიმე მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
პუერტო-რიკოში რამდენიმე მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. გადაწყვეტილება პუერტო-რიკოს გუბერნატორმა, ვანდა ვასკესმა მიიღო.
კუნძულზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა. ყველაზე ძლიერი მათ შორის 6,4 მაგნიტუდას აღწევდა. შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 346 მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ძირითადი ავტომაგისტრალები, კუნძულის მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი.
კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ბოლო 102 წელია, არ მომხდარა.