“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორვარდი ნეიმარი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება ესპანეთში დაბრუნდეს.
“ნეიმარი “რეალში”? ასეთი რამ შეუძლებელია”, – მოჰყავს გაზეთ AS-ს ალ-ჰელაიფის სიტყვები.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი იმედგაცრუებულია “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით და სურს “რეალის” ფეხბურთელი გახდეს.