პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები
პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები

ცესკო-ს ინფორმაციით, დათვლილია 3847-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევა.

პროპორციული წესით არჩევნების შედეგები იხილეთ ბმულზე.

მაჟორიტარული ოლქების მიხედვით არჩევნების შედეგები იხილეთ ბმულზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მასში 50 პოლიტიკური სუბიექტი (48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი), ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის 500 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11 პროცენტი შეადგინა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით გაიმართა. მეათე მოწვევის პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისა და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.