პროპალესტინელმა მომიტინგეებმა ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლამდე თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის ერთ-ერთი გზა გადაკეტეს
პროპალესტინელმა მომიტინგეებმა ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლამდე თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის ერთ-ერთი გზა გადაკეტეს

პროპალესტინელმა მომიტინგეებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლამდე თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის არსებული ერთ-ერთი გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს და ბაიდენი გააკრიტიკეს ისრაელის მიმართ მისი მხარდაჭერის გამო.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებული. დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ კადრებს.

როგორც მედია წერს, ბოლო დროს თეთრ სახლთან დემონსტრაციები გახშირებულია.