პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად.
პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.
„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.