პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით მ.კ.-ს დანაშაული არ იკვეთება
პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით მ.კ.-ს დანაშაული არ იკვეთება

პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით მ.კ.-ს დანაშაული არ იკვეთება, – ამის შესახებ გიორგი გაბიტაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრი ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ოთარ კახიძე დაინტერესდა, იყო თუ არა მ.კ-ს ქმედება დანაშაულში მონაწილეობა, რაზეც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ მ.კ. – ს ხელის დარტყმასა და დამდგარ შედეგს შორის არანაირი კავშირი არ არის.

„მ.კ. – ს ხელის დარტყმასა და დამდგარ შედეგს შორის არანაირი კავშირი არ არის. დავით სარალიძის დაჭერა არ მომხდარა იმ გარემოებებში, რომ სარალიძე ცდილობდა გაქცევას. არ ყოფილა მისი ქმედების შემზღუდველი. მიმაჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებები მ.კ – ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, დანიშნული გვაქვს ექსპერტიზები და უნდა გავაანალიზოთ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები, რაც მოგვცემს ახალ, საერთო სურათს”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.