პროკურორის მოადგილე - გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებს სწავლობს
პროკურორის მოადგილე - გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებს სწავლობს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა.

“საკითხს პროკურატურა სწავლობს. ჩვენ ვერკვევით იმ განცხადების დეტალებში, რომელიც კონკრეტული პირის მხრიდან გავრცელდა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყება-არდაწყების თაობაზე”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახმა მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა. სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.

მისივე განცხადებით, ისინი მომავალ კვირას ოფიციალურად მიმართავენ უწყებას.