პროკურორის ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალი წარდგენილად ითვლება
პროკურორ ლაშა კოტრიკაძის ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალი წარდგენილად ითვლება.
მისი განმარტებით, ბრალდება უკვე ორჯერ იყო შესული, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადა ბრალდების დადგენილების ჩაბარებაზე.
„ჩვენ ამ დაწესებულებაში შემოვდივართ უკვე მეორეჯერ ჩვენ გამოვიტანეთ ბრალდების შესახებ დადგენილება, გამოვცხადდით დაწესებულებაში. ირაკლი ოქრუაშვილს განვუცხადეთ, რომ გვსურდა ბრალის წარდგენა. ეს საქმე არ ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილმა განცხადა, რომ მისი უფლებადამცველი იქნებოდა ვახტანგ იაშვილი და სურდა მასთან ერთად გასცნობოდა ბრალდების დადგენილებას. მობრძანდა ვახტანგ იაშვილი და შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს. ისინი არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ოთახში ბრალდების წარსადგენად, შესაბამისად, არ ჩაიბარეს ბრალდების ასლი და უარი განაცხადეს, ოქმისთვის ხელმოწერაზე. ძალით ვერავინ ჩააბარებს დადგენილებას“, – განაცხადა პროკურორმა.