პროკურორი - თამთა ჯანჯღავა დაკავების მომენტში ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, სადაც თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ, პროკურორმა ბრალის დადგენილებაში აღნიშნა, რომ ორივე ბრალდებული, როგორც თამთა ჯანჯღავა, ასევე ნათია თოფურია, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ . საქმე ანსამბლ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობას ეხება.
ბრალდების მხარის განმარტებით, პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზი ისიცაა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არიან.