პროკურორი - საუდის არაბეთის ბიუჯეტში 106 მილიარდი დოლარი ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად დაბრუნდა
პროკურორი - საუდის არაბეთის ბიუჯეტში 106 მილიარდი დოლარი ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად დაბრუნდა

საუდის არაბეთში ანტიკორუფციული რეიდის ფარგლებში დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებსა და სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 106 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დაბრუნდა. ინფორმაცია საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა, შეიხმა საუდ ალ მუაჯიბმა გაავრცელა.

ანტიკორუფციული რეიდის ფარგლებში 2017 წლის ნოემბერში 381 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები. 56 ადამიანი კვლავაც პატიმრობაში რჩება. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში – ერ-რიადში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Ritz-Carlton-ში მოათავსეს.

საუდის არაბეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 14 თებერვლიდან განაახლებს.

გენერალური პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმებას ბრალდებულების უმრავლესობა დათანხმდა.