პროკურორი - სააკაშვილის დაკავებისას ბინიდან ამოღებული მტკიცებულებები იმ მანქანიდან გაქრა, რომლითაც დაკავებული გადაჰყავდათ
ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ბინიდან ამოღებული მტკიცებულებები უსაფრთხოების სამსახურის მანქანიდან გაქრა, რომლითაც დაკავებული გადაჰყავდათ, – ამის შესახებ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას პროკურორმა განაცხადა.
პროკურორის ამ განცხადებას დარბაზში მსხდომი მოქალაქეების მხრიდან სიცილი მოჰყვა. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სამართალდამცველების მისვლისას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლიდან გაიქცა.
პროკურორის საუბრისას დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და თავმჯდომარე მოსამართლემ გადაწყვიტა მისთვის სიტყვა მიეცა. „თქვენ დაინახეთ, რომ სააკაშვილი გაიქცა? ჩვენ გავათავისუფლეთ ის მანქანიდან“, – განაცხადა აქტივისტმა.
ამის შემდეგ აღნიშნულ მოქალაქეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.