პროკურორი - მიუხედავად იმისა, რომელ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზეა საუბარი, მოსამართლე იკვლევს ბრალდებულის პოზიციას კანონის გამოყენების თაობაზე
პროკურორი - მიუხედავად იმისა, რომელ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზეა საუბარი, მოსამართლე იკვლევს ბრალდებულის პოზიციას კანონის გამოყენების თაობაზე

20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ კანონის ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა მოსამართლის კითხვით გაიხსნა, იყო თუ არა თანახმა ბრალდებულის მხარე კანონის გამოყენებაზე.

ადვოკატმა რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ სასამართლოს წარუდგინა პოზიცია, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ამ კანონის გამოყენებაზე, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდა და ოთხი მოწმე დაიკითხა. ყველა მათგანი სამართალდამცველია, რომელიც 20 ივნისის აქციაზე იმყოფებოდა, მათგან სამს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

როგორც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც სასამართლომ დასვა შეკითხვა ამნისტიასთან დაკავშირებით და მიიღო ნიკა მელიასგან არაორაზროვანი და მკაფიო პოზიცია, გადაწყვიტა სასამართლომ, რომ საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება ის, რაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისთვის იქნება მისაღები. დღეს დაიკითხა ოთხი პოლიციელი თუმცა ოთხივე მათგანმა თქვა რომ ისინი იმყოფებოდნენ აქციაზე, არ დაუნახავთ მელია, არც რაიმე მოწოდება გაუგიათ მისგან, არც რაიმე ძალადობის ფაქტი დაუნახავთ, შესაბამისად შეიძლება ვთქვათ რომ მათი ჩვენებები ამ საქმესთან არ არის დაკავშირებული“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, როგორც პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, კანონით გათვალისწინებული პროცედურის თაობაზე მოსამართლემ გაარკვია დაცვის მხარის პოზიცია კანონის გამოყენების თაობაზე, ეს კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას იმ პირებისა, რომლებსაც დანაშაული ჩადენილი აქვთ.

„20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაცვის მხარემ უარი განაცხადა აღნიშნული კანონის გამოყენებაზე. მოქმედი ამნისტიის შესახებ კანონი ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ნებისმიერ ეტაპზე საქმის განხილვისა თუ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ნებისმიერ ეტაპზე გამოითხოვოს წერილობით თავისი უარი რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლე მას გაათავისუფლებს სასჯელისაგან. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მანამდე მიღებული არც ერთი კანონი ამნისტიის შესახებ არ ითვალისწინებს დაცვის მხარის თუ ბრალდებულის თანხმობას ამნისტიის თაობაზე, ყველა ამნისტიის შესახებ კანონი 2021 წელს იანვარშია მიღებული, მათ შორის ალბათ გავრცელების არეალით ყველაზე დიდი ამნისტია 2012 წლის ამნისტია. ყველა მათგანი ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, რაც ნიშნავს იმას რომ პირმა, რომლის მიმართაც ვრცელდება ამნისტიის შესახებ კანონი, თუ იგი არ ეთანხმება მოცემულობას, მისი საქმის შეწყვეტისა, თუ სურს საკუთარი სიმართლის დამტკიცება სასამართლოსათვის ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში მონაწილეობა, საკუთარი მოწმეების წარმოდგენა, მას უფლება აქვს მასზე არ გავრცელდეს კანონი და სასამართლო სტანდარტული შემთხვევით აგრძელებს საქმის განხილვას, მათ შორის 2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედებისას იყო არაერთი შემთხვევა როდესაც ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ამ კანონის გამოყენებაზე, მოითხოვეს საქმის განხილვა. ამნისტიის შესახებ კანონის მოსამართლის მხრიდან გამოყენების წინაპირობა ეს არის ბრალდებულის დაცვის მხარის პოზიციის დაფიქსირება ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე.

ყველა შემთხვევაში მოსამართლე მიუხედავად იმისა, რომელ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზეა საუბარი, იკვლევს ბრალდებულის პოზიციას კანონის გამოყენების თაობაზე.

რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას, ოთხი პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა, ეს ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთადმ ადასტურებენ ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების ნამდვილობას და უტყუარობას“, – განაცხადა პროკურორმა.