პროკურორი - ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვას ხელს აღარაფერი უშლის
თუ 24 ნოემბრამდე ირაკლი ოქრიაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს ვერ წარვუდგენდით, ვერასდროს წარვუდგენდით, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია, ბრალდება ოფიციალურად წარდგენილად ითვლება.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ვერ გაგრძელდება, ეს სწორი არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლი სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობაზე და არა საქმის განხილვის ხანდაზმულობაზე. თუ ირაკლი ოქრუაშვილს 24 ნოემბრამდე ვერ წავუყენებდით ბრალს, ვერასდროს წავუყენებდით ბრალს. შესაბამისად, დევნა დაწყებულია და სასამართლოს განხილვას ხელს არაფერი უშლის ბრალი გავაცანით ჩვენ, ხელს მოაწერს თუ არა, ეს მისი უფლებაა“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.