პროკურატურის თანამშრომლებმა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები გადასცეს
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნობათები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, პროკურორებმა მათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები შინ მიუტანეს.
„საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.