პროკურატურის ანგარიში - 2010-2012 წლების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ სრულწლოვან პირთა რაოდენობა 50-60 პროცენტით არის შემცირებული
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2010-2012 წლების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა დაახლოებით 50-60 პროცენტით არის შემცირებული.
პროკურატურა აღნიშნულ სტატისტიკაზე წლიურ ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა რაოდენობა 2010 წელს – 23 684 იყო, 2021 წელს კი – 9203 არის. დოკუმენტში საუბარია ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არასრულწლოვან პირებზე და სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს ასეთი – 206 პირი იყო, ხოლო 2021 წელს – 48.
„ამდენად, წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, თუ რამდენად არის შემცირებული ბრალდებული პატიმრების და თავისუფლებააღკვეთილი პირების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნავს უწყება.