საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“, ელენე ხოშტარიას მოძრაობა „დროას“, „თბილისი პრაიდის“, „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების ორგანიზებით იმართება. ისინი ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებას, პროკურატურის შენობაში შესვლას ან აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორის გამოსვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ტერიტორიიდან რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.