პროკურატურასთან აქციისას სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა დააკავეს
პროკურატურასთან აქციისას სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა და კიდევ ერთ პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166- ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.