პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
უწყების ცნობით, პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.