მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
„ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. “ – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყებაში სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.