პროკურატურამ Birja Mafia-ს ორივე წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა
საქართველოს პროკურატურამ Birja Mafia-ს ორივე წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამასთან, ნათქვამია, რომ პროკურატურა გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე გამოძიებას აგრძელებს.
Birja Mafia-ს წევრები 7 ივნისს დააკავეს და მალევე, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სააპელაციო სასამართლოდან გაათავისუფლეს. რეპჯგუფის წევრები მათ დაკავებას იმ პერიოდში გადაღებულ კლიპს უკავშირებენ, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.