პროკურატურა - ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სუს-ის სამი ავტომანქანა გზატკეცილის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, რის შემდეგაც შავნაბადას ბაზისკენ გადაუხვია
პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საგამოძიებო უწყება ეხმაურება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან.
„აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.