პროკურატურა - თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ტარდება
საქართველოს პროკურატურა, ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.
„საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ, თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“, – განმარტავენ პროკურატურაში.