მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე, პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა სარგანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლარისა სარგანის განცხადებით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მისი ცნობით, სააკაშვილთან იმყოფებიან მისი ადვოკატები, ყველა ქმედება საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც სააკაშვილია მოთავსებული, დაცვაა გაძლიერებული. ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.