პროკურატურა - კახეთის საოლქო პროკურატურაში ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია პირადად გააცნეს
კახეთის საოლქო პროკურატურაში, ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, პირადად გააცნეს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს და მათ ადვოკატს საოლქო პროკურატურაში განუმარტეს, რომ პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ხუთი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
„არასრულწლოვანის მშობლებს განემარტათ, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, მოკლებულია მტკიცებულებათა ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას და რადიკალურად განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისგან.
გურჯაანის რაიონული სასამარპროკურატურა – კახეთის საოლქო პროკურატურაში ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია პირადად გააცნესთლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა.
მტკიცებულებათა გამოკვლევისას პროკურორმა მაქსიმალურად გამოიყენა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო და საქმის არსებითი განხილვის არც ერთი სხდომა ბრალდების მხარის მიზეზით არ გადადებულა“,- აღნიშნავენ უწყებაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოში წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა, არსებული საკანონმდებლო სივრცისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
„ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა გურჯაანის რაიონული სასმართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა გარემოებებით იხელმძღვანელა განაჩენის გამოტანის დროს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის
გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.