პროკურატურა - ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარედგინა
თბილისის საკრებულოს დერეფანში ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ აღნიშნულისა საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
„საქართველოს პროკურატურის განცხადება 2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს. მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.