პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სამი მილიონი ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვს. ამის შესახებ ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც, რომელიც სხდომას ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, სამი კვირის განმავლობაში მას „ჩაბურული მინებით მანქანები უთვალთვალებდნენ“.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.