პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კომისიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კომისიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ზუგდიდში ჩატარებულ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია. ესენია:

ზუგდიდი – ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია;

აბაშა – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია;

სენაკი – ჭავჭავაძის #23-თან არსებული სკვერი და შენობა, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი;

წალენჯიხა – გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები;

მესტია – ცენტრალური ნაწილი (თამარ მეფის ქუჩა, ადმინისტრაციული შენობის ფასადი, სკვერის მოწყობა 1300 კვმ-ზე);

მარტვილი – ცენტრალური ქუჩები (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები), არსებული ბულვარი;

ფოთი – აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი;

ხობი – ცენტრალური პარკი;

ჩხოროწყუ – კულტურის სახლის რეაბილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩა;

ასევე, ზუგდიდისა და ფოთის ურბანული განახლების დოკუმენტაციის/დეტალური პროექტის მომზადება.

შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.