პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანაში 58 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის მაისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 23 განაცხადია შესული, საიდანაც 15 ფილმზე გადაღებები დასრულდა 8 ფილმზე კი, ამჟამად მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში ჯამურად 58.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას დროს კი, 7 950-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე 23 უცხოური პროექტი განხორციელდა“, – აცხადებენ სააგენტოში.