პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“ გამოაცხადა.
პროფესიული განათლების 2018 წლის ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება; წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი; წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი; წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.
ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანების და ორგანიზაციების წარმოჩენაა.
გამარჯვებულები გერმანიაში სპეციალურ სასწავლო ტურში გაემგზავრებიან, სადაც თავიანთ დარგებში გერმანულ გამოცდილებას გაეცნობიან.
დეტალური ინფორმაციისა და ონლაინ განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.advert.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი. გამარჯვებულები 2018 წლის შემოდგომაზე, პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან.
კონკურსი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.