მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პროექტის „კინო სკოლაში“ საგაზაფხულო სეზონი საზეიმოდ დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრში აცხადებენ, რომ „კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეხუთე წელია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტში ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში. პროექტში უკვე ჩაერთო 800 სკოლა და შედგა 9800 კინოჩვენება. კინოსკოლელები უყურებენ ფილმებს, მართავენ დისკუსიებს და პროფესიონალების დახმარებით იღებენ მოკლე ფილმებს, ასევე ერთვებიან სხვადასხვა შეჯიბრებში.
წელს გამარჯვებულები შემდეგ კონკურსებში გამოვლინდებიან: • საოცნებო ინტერვიუ • დღის კითხვა • ფოტოკონკურსი „ჩემი კინო“ „კინო სკოლაში“ სეზონს შემოდგომიდან განაახლებს.