პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ Eurovision.tv სტატიას ავრცელებს
პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ Eurovision.tv სტატიას ავრცელებს

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი, Eurovision.tv პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია პროექტის მონაწილეების მიღწევებზე.

Eurovision.tv კონკურსანტების მცირე ბიოგრაფიებს ავრცელებს:

 

ნინი ცნობილაძე

დაბადების თარიღი -1992 წლის 19 ოქტომბერი.
ნინი ცნობილი მომღერალია საქართველოსა და უკრაინაში. 2012 წელს პროექტში „ახალი ხმა“ მეორე ადგილი დაიკავა. ხუთი წლის შემდეგ, ნინიმ კარიერის გაგრძელება უკრაინაში გადაწყვიტა. ის იყო უკრაინული „ახალი ხმის“ მონაწილე, კონკურსს მეოთხედფინალური ტურიდან გამოეთიშა.

 

ოთო ნემსაძე

ცნობილი ქართველი მომღერალი.
2011 წელს გაიმარჯვა პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი”.
ის 2013 წელს უკრაინული „ახალი ხმის“ ფინალისტი გახდა. 2017 წელს ოთო ნემსაძე ჯგუფ „ლიმბოსთან“ ერთად, საქართველოს შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, ქვეყნის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსადგენად. მან 25 მონაწილეს შორის, მეთერთმეტე ადგილი დაიკავა, 70 ქულით.

 

გიორგი ნაკაშიძე

გიორგი ნაკაშიძე საბავშვო საოპერო სკოლის მოსწავლე იყო. 15 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ოპერა მისი ჟანრი არ იყო და როკის სიმღერა დაიწყო. გიორგი პროექტ „X ფაქტორის” გამარჯვებულია.

 

ლიზა კალანდაძე

16 წლის ლიზა კალანდაძე სხვადასხვა წლებში იყო „X-ფაქტორისა” და „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ მონაწილე. მომღერალმა მაყურებლისა და ჟიურის მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

 

იკაკო ალექსიძე

იკაკო თბილისში დაიბადა. ის „X-ფაქტორის” მონაწილეა. 16 წლის იკაკოს მუსიკალური კარიერის შექმნა, ვარსკვლავობა სურს.

 

თამარ ლაჭყეპიანი

თამარი არაერთი მუსიკალური ფესტივალის მონაწილეა. 16 წლის თამარი უკრავს ვიოლინოზე, ოცნებობს მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს.

 

დიმა კობეშავიძე

დაიბადა 1992 წლის 10 მაისს, თბილისში.
დიმა კობეშავიძე იყო პროექტების „ახალი ხმა“ და „X-ფაქტორი” მონაწილე.
2017 წელს მონაწილეობდა საქართველოს შიდაშესარჩევ კონკურსში, საკუთარი სიმღერით „Scream”. მან კონკურსზე მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა.

 

გიორგი ფრუიძე

მომღერალი მონაწილეობდა პროექტში „X-ფაქტორი”. 16 წლის გიორგი წერს სიმღერებს და აქვს საავტორო მუსიკალური ვიდეორგოლი საკუთარ სიმღერაზე.