პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეშვიდე და მერვეკლასელები დაჯილდოვდნენ
პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში მონაწილეების დაჯილდოება გრძელდება.
პროექტზე მომუშავე ჯგუფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ნინოწმინდის და ახალციხის რაიონის სოფლებში იმყოფებოდა.
ქართული ენის ონლაინოლიმპიადის მონაწილე მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ქართული ენის ონლაინოლიმპიადა მეორე წელია, ტარდება აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს შორის. პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს აღნიშნული სკოლების მოსწავლეებში.
პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ტარდება ონლაინოლიმპიადა ქართულ ენაში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის, ყოველკვირეული ფეისბუქვიქტორინა და თავისუფალი თემის კონკურსი.