პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი დღეს იქორწინებენ
პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი დღეს იქორწინებენ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ქორწილისთვის ემზადება. რამდენიმე საათში პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი იქორწინებენ.

საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული.

ეკლესია 800-მდე ადამიანს იტევს. ჯვრისწერამდე პრინცი ჰარი, ძმასთან პრინც უილიამთან ერთად უინძორის სასახლიდან გამოვიდა და შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა.

მეგან მარკლი დედასთან, დორია რაგლანდთან ერთად Cliveden House Hotel-ში იმყოფება.

სასტუმროში მისვლამდე მეგან მარკლის დედოფალმა ელისაბედმა ჩაიზე უმასპინძლა.

მეგანის მამა, გულის ოპერაციის გამო, ქორწილს ვერ დაესწრება.

საქორწილო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრინცი ჰარის ბაბუა, ედინბურგის ჰერცოგი, 96 წლის პრინცი ფილიპი.

ცერემონია ბრიტანეთის დროით, 12:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი დაწერს.

სამეფო ოჯახის ქორწილის აღსანიშნავად ქუჩებში 100 000 ადამიანს ელოდებიან.