დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს კორონავირუსი, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ბიბისი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სასახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შემოწმების შემდეგ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ დადებითი პასუხი მიიღო.
„მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება. ამასთანავე, თავს კარგად გრძნობს და შინიდან მუშაობს, როგორც გასული დღეების განმავლობაში“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში.
შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.