პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ფოთში მოსახლეობას შეხვდა
ფოთში წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ჩავიდა. ის ქალაქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობასთან მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
რამდენიმე რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა, თემურ შაშიაშვილმა ფოთში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პროგრამული პრიორიტეტები გააცნო.
„საქართველოში არის ათამდე ქალაქი და რეგიონი, სადაც ყველაზე კარგად უნდა ცხოვრობდეს ხალხი, სადაც ბუნებრივი პირობებია ამისათვის. მე რაც ფოთში მოვისმინე დღეს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. მეგონა, ვიცოდი, საქართველოში ხალხი როგორ ცხოვრობდა და არ მცოდნია. სისტემა შეიქმნა ისეთი, რომ ხალხის ,,მიჯირყვნა” გახდა ადვილი“ – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.