პრეზიდენტობის კანდიდატებს დასარეგისტრირებლად 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდებათ
პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა არანაკლებ 25 923 ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
„საარჩევნო კანონმდებლობით, უნდა იყოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%, არანაკლებ 25 ათასი ხელმოწერისა, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით 0,75%-ს წარმოადგენს 25 923 ამომრჩეველი.
შესაბამისად, განკარგულების პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის, მხარდამჭერის ხელმოწერით“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.