პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ზურაბიშვილი დღეს მესტიაში იმყოფება.
„სვანეთში არის ახალი ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს აქაურობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილს საჭირო ხელმოწერების საკმარისზე მეტი რაოდენობა უკვე შეუგროვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერების წარდგენამდე ექვსი დღე რჩება.
ხელმოწერების კამპანიას სალომე ზურაბიშვილი 6 სექტემბერს, ფოთში დაასრულებს.