პრეზიდენტმა Web Summit-ის გამარჯვებული, Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
„კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე Globalize UK 2022 გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.