საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, შეწყალებული ხუთი მსჯავრდებულიდან ყველა დატოვებს საპატიმროს, თუ ნაწილს სასჯელი შეუმსუბუქდა.
ამასთან, შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.
გასული წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.
მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.