პრეზიდენტმა კობა დავითაშვილის ოჯახს ღირსების მედალი გადასცა, რომლითაც პოლიტიკოსი გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილის ოჯახს ღირსების მედალი გადასცა, რომლითაც პოლიტიკოსი გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს კობა დავითაშვილი აქ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ეროვნული თანხმობის პროცესის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე.
პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით 7 ნოემბერს დააჯილდოვა.